დავით სერგეენკო - პანკისის ხეობაში დაშავებულთა უმეტესობა ბინაზე ეწერება, ორი სამართალდამცავი შესაძლოა, თელავიდან თბილისში გადმოვიყვანოთ

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, პანკისის ხეობაში გუშინ განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულთა უმეტესობა ბინაზე ეწერება, ხოლო 2 სამართალდამცავი ჯერ კიდევ მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

"ამ საათების განმავლობაში პაციენტების უმრავლესობა ეწერება. რჩება ორი პაციენტი. ორივე მათგანი სამართალდამცავია. საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა კიდევ სჭირდებათ მეთვალყურეობა. ისინი შეიძლება თბილისში გადმოვიყვანოთ. დანარჩენების მდგომარეობა, საბედნიეროდ, სტაბილურია. უკვე ბინაზე ეწერებიან", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირებისას 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო