ანა დოლიძე - გამობრძანდეს „ქართული ოცნება“  და თქვას, როგორ მოხვდნენ: ზაზა ხარებავა, ლევან გზირიშვილი და შოთა ქადაგიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, საჭიროა დაიწყოს საზოგადოებრივი დისკუსია იმაზე, თუ როგორ მოხვდნენ მისი კოლეგები: ზაზა ხარებავა, ლევან გზირიშვილი და შოთა ქადაგიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებად.

ანა დოლიძე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ დადგენილებას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის: ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითვალისწინებს. ანა დოლიძის განცხადებით, მმართველი პარტიაც უნდა გამოვიდეს და თქვას, რის საფუძველზე დაუჭირა მხარი აღნიშნული პირების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად დანიშვნას. როგორც დოლიძემ აღნიშნა, სამივე მათგანი იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას მხარს „მდუმარედ“, ყოველგვარი შეკითხვის გარეშე უჭერს, მათ შორის, „არასდროს დაუსვამთ კითხვა გიორგი მიქაუტაძის მიერ ფურცელზე დაჯღაბნილი სიასთან დაკავშირებით, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ნომინირებას ეხებოდა“.

„ზოგადად, მოსამართლეების შემადგენლობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ ექნება ის სრული თვითნებობა, რაც დღეს აქვს, ანუ, რომ არ ჰყავდეს მდუმარე თანხმობის მიმცემი არამოსამართლე წევრები, რომლებიც მდუმარედ უწევენ მათ გადაწყვეტილებებს ხელს, თუმცა საზოგადოების წინაშე არასდროს გამოდიან. მიუხედავად იმისა, რომ ხალხის მიერ რჩეულმა ორგანომ დანიშნა ისინი, არც ერთხელ არ აუხსნიათ თავის პოზიცია, რატომ უწყობენ ხელს ამ წესრიგს. მათ შორის, არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ იმ „შავ სიასთან“ დაკავშირებით, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ ჯიბიდან ამოიღო და უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეებთან დაკავშირებით დაამტკიცა. ამიტომ, ნამდვილად საჭიროა საზოგადოებრივი დისკუსია, ნამდვილად უნდა გამობრძანდეს „ქართული ოცნების“ შემადგენლობა და თქვას, როგორ მოხვდა ეს ხალხი იუსტიციის საბჭოში, რომლებსაც ბევრად უფრო ნაკლები კვალიფიკაცია აქვთ, ვიდრე მათ კონკურენტებს კონკურსის დროს საბჭოში. ისინიც გამობრძანდნენ და მიიღონ მონაწილეობა საჯარო დისკუსიაში. გიჟდებიან ლევან მურუსიძეზე და მართლა თვლიან, რომ მოსამართლეების ლიდერია ?! თუ მართლა ფიქრობენ, რომ ის ათკაციანი სია იყო ჩვენი მართლმსაჯულების პირამიდის ღირსეული დასასრული ?! გამობრძანდნენ და ისაუბრონ, ეს ამისთვის ძალიან კარგი მომენტია. ეს დისკუსია შეიძლება მოხდეს, საზოგადოებაში, მედიაში, საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა