თბილისს ბორის ეიფმანის დასი ეწვია

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ფესტივალის - „თბილისი რიტმი“ 2019 წლის სეზონს მსოფლიოში სახელგანთქმული „ეიფმანის სანკტ-პეტერბურგის საბალეტო თეატრი სპექტაკლით - „როდენი, მისი მარადი კერპი“ გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 56-წევრიანი საბალეტო დასი თბილისს 21 აპრილს სრული შემადგენლობით ეწვია. სპექტაკლები 22 და 23 აპრილს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრება.

,,ბალეტი წამყვანმა კრიტიკოსებმა 21-ე საუკუნის შედევრად აღიარეს. მსოფლიოს პრესტიჟულ სცენებზე ბორის ეიფმანის საბალეტო დასის ქორეოგრაფია მაყურებელს ცეკვის თავისუფლებით, ცოცხალი დინამიზმითა და პლასტიკური აზროვნებით იზიდავს. თავად მაესტრო კი თანამედროვე ბალეტმაისტერთა შორის ლიდერად არის დასახელებული.

ბორის ეიფმანის ბალეტი „როდენი, მისი მარადი კერპი“ დიდი მოქანდაკეების - ოგიუსტ როდენისა და მისი მოსწავლის, შეყვარებულისა და მუზის, კამილა კლოდელის ბედსა და შემოქმედებას ეძღვნება. 15 წლის განმავლობაში, როდენსა და კლოდელს ვნებიანი შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებდათ, თუმცა მათი სიყვარული ტრაგიკული აღმოჩნდა. მხატვრებს შორის მომხდარმა განხეთქილებამ კამილას საბედისწერო დარტყმა მიაყენა, სულიერი ჯანმრთელობა შეურყია და მისი გარდაცვალების მიზეზად იქცა.

სამყაროსაგან განდგომილ და სიღატაკეში დარჩენილ კამილას ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. თითქოს, მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ავადმყოფური იდეა, რომლის მთავარი ფიგურა როდენი იყო, ფსიქიკური აშლილობით დასუსტებული ქალის გონებას განუწყვეტლივ ტანჯავს. მან 30 წელი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა, სადაც ყველასგან დავიწყებული და მიტოვებული 1943 წელს გარდაიცვალა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს