ზურაბ პოლოლიკაშვილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მხარდასაჭერად ახალი ინიციატივით გამოდის

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მხარდასაჭერად, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი მნიშვნელოვანი ინიციატივით გამოდის, რომელიც მან ყატარში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გააჟღერა.

„სოლიდარობას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს და ქვეყნის მთავრობას. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინოვაციის ცენტრის მიერ და ცნობილი არგენტინელი მეცენატის, ალეხანდრო როემერის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდება სპეციალური მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ნოტრ-დამთან მდგომი ყველა ადამიანი აუგმენტირებული რეალობით დაინახავს ტაძრის ძველ იერსახეს. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა, რათა ადამიანებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი აღიქვან პირვანდელი სახით. ამ აპლიკაციით სარგებლობა შეეძლებათ როგორც საფრანგეთის მოქალაქეებს, დედაქალაქის მაცხოვრებლებს, ისე პარიზში ჩასულ ყველა უცხოელ ტურისტსა და ვიზიტორს. ვფიქრობ, აღნიშნული ტექნოლოგიური სიახლე მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს საფრანგეთის ტურიზმის სექტორს“, - ნათქვამია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიმართვაში.

ზურაბ პოლოლიკაშვილმა ინიციატივა უკვე გააცნო პარიზის მერს და ახლო მომავალში იგეგმება მისი აუდიენცია პრეზიდენტ მაკრონთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა