„ევროპული საქართველო“ პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გიორგი გახარიას და ნათია თურნავას პარლამენტში იბარებს

„ევროპული საქართველო" შს და ეკონომიკის მინისტრებს, გიორგი გახარიას და ნათია თურნავას პანკისში განვითარებულ მოვლენებთან და იქ ჰესის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში იბარებს.

როგორც გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი გახარიასა და ნათია თურნავას დაბარება იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოხდება. ბოკერიას თქმით, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ასეთ სარისკო რეგიონში მოსახლეობას საფუძვლიანი განცდა აქვს, რომ ხელისუფლება არის სუსტი და უსამართლო.

„ამ უმძიმესი ჩავარდნის, უპასუხისმგებლობის, გაუაზრებლობის, არათანმიმდევრულობის და უსამართლობის კომბინაციის შემდეგ, პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე უნდა მობრძანდეს როგორც შს მინისტრი ბატონი გახარია, ისე ეკონომიკის ახალი მინისტრი ნათია თურნავა და გაგვცენ პასუხი მარტივ კითხვებზე: რა გადაწყვეტილებები ჰქონდათ მიღებული? რატომ დაგეგმეს ასე? რატომ გაირკვა, რომ ის, რამაც ეს გამოიწვია, თურმე გადალახვადი იყო? აუცილებელი იყო, რომ ასეთ შეტაკებას ჰქონოდა ადგილი, რომ გადაეფიქრებინათ თავიანთი პოზიცია? რამხელა უპასუხისმგებლობაა, ჯერ ასე მოქმედება და შემდეგ ფიქრი, რაც ზოგადად ივანიშვილის გუნდს ახასიათებს. ამ რეგიონში ყველაზე სახიფათოა უსამართლობის და უძალობის კომბინაცია და ორივეს დემონსტრირება მოხდა გუშინ ხელისუფლების მხრიდან.

თვითონ რომ ამბობენ, ბეწვის ხიდზე გაიარა ქვეყანამ გუშინო, რატომ დადგნენ ამ ბეწვის ხიდზე? წლებია საჯაროდ და არასაჯაროდ ვაფრთხილებთ - ამ რეგიონში ვითარება ძალიან პრობლემატურია ბევრი თვალსაზრისით. ეს რეგიონი მიტოვებულია და იქ ხელისუფლება კანონის უზენაესობის დამცველის ფუნქციას უკვე წლებია ვეღარ ასრულებს. ყველაზე ცუდია, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ასეთ სარისკო რეგიონში, საფუძვლიანი წარმოდგენა აქვთ, რომ ხელისუფლება არის სუსტი და თან უსამართლო,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, მისი თქმით, პოლიციელებზე ნებისმიერი სახის ძალადობა დაუშვებელია და ეს ფუნდამენტური პრინციპია.

"ჩვენ ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ დაუშვებელია ნებისმიერი სახის ძალადობა პოლიციელების წინააღმდეგ. არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში ხარ თუ ოპოზიციაში, ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, მაგრამ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ აქამდე მივიდა საქმე, ეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას,"- აღნიშნა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა