სალომე ზურაბიშვილი ტელეარხ CBS-ს და სერიალის „საზღვაო პოლიცია: ახალი ორლეანის“ სცენარისტებს მიმართავს, „სამხრეთ ოსეთის“ „რუსეთის პროვინციად“ მოხსენიების გამო სცენარში „საჭირო ცვლილებები შეიტანონ“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეარხ CBS-ს მიმართავს და სერიალის „საზღვაო პოლიცია: ახალი ორლეანის“ სცენარისტების მიერ „სამხრეთ ოსეთის“ „რუსეთის პროვინციად“ მოხსენიებას „შემაშფოთებელს“ უწოდებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ზურაბიშვილი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს და არხის ხელმძღვანელობას და სერიალის სცენარისტებს მიმართავს, შესაბამის სერიაში „საჭირო ცვლილებები შეიტანონ“.

„სერიალ „საზღვაო პოლიცია: ახალი ორლეანის“ ერთ-ერთ სერიაში, რომელიც უნდა გამოვიდეს, საქართველოს რეგიონი სამხრეთ ოსეთი, როგორც „რუსეთის პროვინციაა“ წარმოჩენილი. ეს შემაშფოთებელია. ეს შეცდომა უპასუხისმგებლოა და ტელეარხ CBS-ს და სერიალის სცენარისტებს მოვუწოდებთ, პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საჭირო ცვლილებები შეიტანონ“, - წერს ზურაბიშვილი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს