„ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის განცხადებით, მოსახლეობასთან გარე ძალები აქტიურად მუშაობენ, რათა ჰესები არ აშენდეს

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა მონაწილეობა მიიღო „საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია“ (GREDA) ორგანიზებით გამართულ მრგვალ მაგიდაში.

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციაციის ინფორმაციით, ღონისძიება პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა და მას ასოციაციის წევრების, ენერგეტიკის დარგის ექსპერტების და ენერგოსექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლების გარდა ინვესტორი კომპანია „ფერი“-ს აღმასრულებელი დირექტორიც დაესწრო.

როგორც გიორგი ჩიქოვანმა აღნიშნა, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, თუ რა ხდებოდა საქართველოში უახლოეს წარსულში, როდესაც ის სხვა ქვეყნის ენერგორესურსზე იყო დამოკიდებული. მისი აზრით, მოსახლეობასთან აქტიურად მიდის გარე ძალების მუშაობა, რათა ჰესები არ აშენდეს.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 5-მეგავტიანი ჰესი აბსოლუტურად უსაფრთხოა გარემოსა და მოსახლეობისთვის და ადგილობრივებს ინვესტორ კომპანიასთან კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა.

„შეხვედრის მონაწილეთა პოზიცია პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ერთსულოვანი იყო - ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს განვითარების, პროგრესის ტოლფასია, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის სწრაფი ზრდის ფონზე, როცა ენერგომოხმარება რეგიონებში, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე მატულობს.

ამასთან, ენერგეტიკის დარგის ექსპერტების განცხადებით, მათ ვერცერთი არგუმენტი ვერ მოისმინეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია გარემოსთვის ასეთი მცირე ზომის ჰესს.

საუბარი არ უნდა იყოს აშენება-არაშენებაზე. არაშენება და არგაკეთება მხოლოდ მეზობელი ქვეყნების წისქვილზე ასხამს წყალს, პოლიტიკური მოტივაციით არის ნაკარნახევი და, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი ქვეყნის ღალატის ტოლფასია. ჩვენ დღეს უკეთ შენებასა და გარემოზე ზიანის მაქსიმალურად შემცირებაზე უნდა ვსაუბრობდეთ და ამაში ვხარჯავდეთ ჩვენს ენერგიასა და რესურსებს“, - აღნიშნავენ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა