გიორგი მიქაუტაძე - ხუთმა ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, აქვს თუ არა სასამართლოს სისტემას ნდობა?! ბუნებრივია, რომ - არა

ხუთმა ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, აქვს თუ არა სასამართლოს სისტემას ნდობა?! ბუნებრივია, რომ - არა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნდობის შესახებ გაკეთებული განცხადებების შესახებ.

გიორგი მიქაუტაძის თქმით, ვენეციის კომისიას არ დაუფიქსირებია პირადი პოზიცია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნდობა არ აქვს. მის განმარტებით, კომისიამ თქვა, რომ ზოგიერთ შეხვედრაზე პოლიტიკურ და სხვადასხვა წრეებისგან მოისმინა მოსაზრება, თითქოს სასამართლო სისტემას ნდობა არ აქვს. რაც მიქაუტაძის თქმით, სიცრუეა. იუსტიციის საბჭოს მდივნის თქმით, იუსტიციის საბჭოს შესახებ სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მოსაზრებებიც მოისმინა.

„რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნდობას, მეც მოვისმინე ეს, რომელიც ასევე ნახსენები იყო ვენეციის კომისიის დასკვნაში, თუმცა იქვე ამბობდა კომისია, რომ ვერ შეაფასებს ნდობას და ამ განცხადებას აკეთებს გასაუბრების შედეგად, რომელიც პოლიტიკურ და სხვადასხვა წრეებთან შეხვედრებზე მოისმინა.

ეს არის რამდნიმე ადამიანთან გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაცია, რომ ზოგმა განაცხადა, რომ საბჭოს აქვს ნაკლები ნდობა, ზოგმა თქვა - მეტი. ასე ფასდება სასამართლოს ნდობა და ასე უნდა შეაფასოს სახალხო დამცველმა სამართლოს ნდობა?! მე ვფიქრობ, რომ - არა. ვფიქრობ, რომ სასამართლოს ნდობა უნდა შეფასდეს იმ კვლევებით და შედეგებით, რომელიც გვაქვს. ბოლო რამდენიმე კვლევა, მათ შორის, ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევა, რადიკალურად საპირისპირო შედეგებს აჩვენებს. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები და ამ კითხვებს აქვს საფუძველი - რატომ აფასებენ სასამართლოს ნდობას ერთი და ორი ადამიანის შეფასების საფუძველზე, რომელთა განწყობა ჩვენ წინასწარ ვიცით“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

მისი თქმით, ობიექტურ ინფორმაციას წარმოადგენს, რომლის მიხედვით საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიხედვით დგინდება, რომ საქართველოს სასამართლო სისტემას აქვს დაახლოებით, იმდენივე ნდობა, რამდენიც აქვს ევროპულ ქვეყნებს. მისივე თქმით, ამ კვლევების მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში პირველ ადგილზეა.

„ეს ხომ დოკუმენტებშია დაფიქსირებული, ამას სხვას რას უპირისპირებთ?! პირობითად, სამი -ხუთი ოპონენტის მოსაზრებას, რომელზეც წინასწარ ვიცოდით, რასაც ამბობდნენ. ხუთმა ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს აქვს თუ არა სასამართლოს ნდობა?! ბუნებრივია, რომ - არა. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ საფუძვლიანი განცხადებებით. ვენეციის კომისიას არ უთქვამს, რომ სასამართლოს ნდობა არ აქვს. ვენეციის კომისიამ თქვა, რომ მოისმინა ისეთი, მოსაზრებები, რომ იუსტიციის საბჭოს დაბალი ნდობა აქვს. ეს მოისმინა იმ შეხვედრებიდან, რომელიც დასკვნის გამოქვეყნებამდე გამართა. იცით, რომ ჩამოსული იყო ვენეციის კომისიის წარმომადგენლობა, რომლებმაც შეხვედრები გამართეს. ზოგიერთ შეხვედრაზე ვენეციის კომისიამ მოისმინა ასეთი მოსაზრებებიც, რომ საბჭო დაბალი ნდობით სარგებლობს - ეს ეწერა და ასე უნდა გადმოვცეთ და არა, ისე, რომ ვენეციის კომისიამ იქ, აპრიორი ჩაწერა - სასამართლო სისტემას აქვს დაბალი ნდობა. არა, ეს ცრუ ინფორმაციაა და ტყუილია. ძალიან გული მწყდება, რომ ასეთი ფორმით ვრცელდება ნაბეჭდი დოკუმენტი, რომელიც ყველას შეუძლია წაიკითხოს“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს