პაატა იმნაძე - წითელას აცრების გარდა არაფერი გააჩერებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო წითელას ეპიდემიის ზღვარზეა. ამის შესახებ მან ევროპის იმუნიზაციის კვირეულის აღსანიშნავად გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა.

„საქართველო წელს უკვე მეთორმეტედ მონაწილეობს ევროპის იმუნიზაციის კვირეულში. ეს კვირეული ტრადიციული გახდა მთელი ევროპის რეგიონისათვის და ჩვენი ქვეყნისათვისაც. ვსარგებლობთ ამ კვირეულის დროს, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, თუ რა მნიშვნელობა აქვს იმუნიზაციას. მოგეხსენებათ, იმუნიზაცია ისეთი რამეა, თუ ოდნავ მაინც მოადუნებ ყურადღებას, მობრუნდება დავიწყებული დაავადებები. ჩვენ ეს გვეხება, რადგან შეიძლება ითქვას, წითელა გვაქვს ქვეყანაში მოდებული, ეპიდემიის ზღვარზე ვართ, თუმცა იგივე ხდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპის ისეთ ქვეყნებში და აშშ-ში, სადაც წითელა საერთოდ დავიწყებული დაავადება იყო. წითელას არაფერი გააჩერებს, აცრების გარდა.

დღეს წითელას ძალიან ბევრი შემთხვევაა წლამდე ასაკის ბავშვებში, იმიტომ, რომ დედები, რომლებიც მშობიარობენ თვითონ არ არიან იმუნურები და ამიტომ ეს ბავშვები ავად ხდებიან, სანამ მათ მოუწევთ აცრის ასაკი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს