ირაკლი სესიაშვილი - მე არ მომწონს, ეს არ უნდა განხორციელდეს და მერე ქვა უნდა ვისროლო - ასე სახელმწიფო წინ ვერასდროს წავა

მე არ მომწონს, ეს არ უნდა განხორციელდეს და მერე ქვა უნდა ვისროლო - ასე სახელმწიფო წინ ვერასდროს წავა, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, გარკვეული ჯგუფების მხრიდან ადგილი ჰქონდა პროტესტის არასწორი ფორმით გამოხატვას, რამაც საბოლოო ჯამში, სპეცრაზმის ჩართვის აუცილებლობა გამოიწვია.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, თუ ვინმემ რამე კანონი დაარღვია, მას ამისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოს.

„მოვუწოდებ ყველას, რომ ცხელ გულზე დასკვნებისგან და შეფასებებისგან თავი შეიკავონ. ამას სჭირდება გამოძიება და დადგენა, რას რა მოჰყვა. ფაქტია, რომ პირველ ეტაპზე კომპანიის საქმიანობის უსაფრთხოების მიზნით, იქ 35 ადგილობრივი პოლიციელი იყო ჩასული. მათ ძალა მოსახლეობის მიმართ არ გამოუყენებიათ. პირიქით, სამწუხაროდ, გარკვეული ჯგუფების მხრიდან ადგილი ჰქონდა პროტესტის არასწორი ფორმით გამოხატვას, რამაც საბოლოო ჯამში, სპეცრაზმის ჩართვის აუცილებლობა გამოიწვია.

გარდა იმისა, რომ კომპანია მოსახლეობასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას თუ რას სთავაზობდა, ვიცე-პრემიერით დაწყებული, მინისტრებით გაგრძელებული და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, მოსახლეობასთან მუდმივად მიმდინარეობდა კომუნიკაცია და ხდებოდა აზრთა გაცვლა ამ პროექტის ღირებულებებთან თუ რისკებთან დაკავშირებით. მოსახლეობა ამ მხრივ ინფორმირებული იყო, თუმცა რა გახდა უშუალოდ ამ ჯგუფის მიერ აგრესიის გამოვლინების საფუძველი, ეს ის კითხვაა, რომელზეც გამოძიებამ შეიძლება გაგვცეს პასუხი.

თუ ვსაუბრობთ, რომ გვინდა დემოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული სახელმწიფო მათ შორის გულისხმობს, რომ ეს უნდა იყოს სამართლებრივი სახელმწიფო. თუ ვინმემ რამე კანონი დაარღვია, მას ამისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოს და დაისაჯოს კანონის შესაბამისად. მე თუ რამე არ მინდა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ქვა უნდა გესროლოთ. თუ თქვენ რამე არ მოგწონთ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი გადაწყვეტილება არის სწორი. არსებობს გონიერების ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ასე - მე არ მომწონს, ეს არ უნდა განხორცილდეს და მერე ქვა უნდა ვისროლო - ეს სახელმწიფო წინ ვერასდროს ვერ წავა,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს