სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მოსამართლეების 2020 წლის არჩევნების შემდეგ დანიშვნის თაობაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაცია „უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი“

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „უფრო პოლიტიკურს, ვიდრე სამართლებრივს“ უწოდებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომელიც მოსამართლეთა ნაწილის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დანიშვნას ეხება.

ზურაბიშვილმა შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„რაც შეეხება ვენეციის კომისიის მოსაზრებას, რომელიც ეხება დასანიშნი მოსამართლეების ნაწილის განმწესებას თანამდებობებზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში, ვფიქრობ, რომ ეს უფრო პოლიტიკური მოსაზრება არის, ვიდრე სამართლებრივი მოსაზრება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შედეგად საქართველო ისეთ მართლმსაჯულების სისტემას და მოსამართლეთა კორპუსს მიიღებს, რომლის თითოეული წევრის მაღალი პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს განსახილველი საქმეების კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილებების გამოტანას.

„ასეთი მიდგომა უზუნველყოფს იმას, რომ ამაღლდეს საზოგადოების ნდომა სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ჩვენი ერთობლივი მიზანია. მინდა ამისათვის და ამ კონსტრუქციული ურთიერთობისათვის გამოვთქვა

კმაყოფილება პარლამენტის თავმჯდომარესთან ჩატარებული კონსულტაციების შედეგების შესახებ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა