გეგმიური სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“  აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

გეგმიური სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯია“-დან აცნობეს, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 აპრილს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 13:00 საათამდე - სოფლებში წეროვანი, ზემო წეროვანი და კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში. 12:00-დან 15:00 საათამდე ძაბვა დროებით შეუწყდებათ მომხმარებლებს სოფლებში მუხრანი, ძალისი, ქსოვრისი, ილტოზა, ვაზიანი და მიმდებარე სოფლებში, 14:10-დან 18:30 საათამდე - მომხმარებლებს ბიწმენდში, ჯიღაურაში, საგურამოში, გალავანსა და ბურიანში.

ასევე 22 აპრილს 11:30-დან 16:00 საათამდე ელმომარაგება დროებით შეიზღუდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალშენი, მჭადიჯვარი, ქვიტკირის წყარო, ლამოვანი, ციხევდავი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა