ოძისისა და ჭილურტის სკოლებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ მუნიციპალიტეტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ოძისისა და ჭილურტის საჯარო სკოლებში დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი გაეცნო.

მათივე ინფორმაციით, ჭილურტის საჯარო სკოლის 3 საკლასო ოთახსა და დერეფანში უკვე განახლდა იატაკი, მოეწყო სველი წერტილები, დამონტაჟდა წყლის ავზი, მოიხრეშა სკოლის ეზო და სკოლის შენობაში ამოქმედდა სასმელი წყლის 2 ონკანი. ხოლო ოძისის საჯარო სკოლის სამივე სართულზე მიმდინარეობს სველი წერტილების, წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები. აღნიშნულ მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საჯარო სკოლებში შპს „ნიკა 2016“ ახორციელებს.

2019 წლის პროგრამის ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის კიდევ 10 სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს