პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის  აპარატი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

საბანკო საიდუმლოება, საკრედიტო ინფორმაცია, მონაცემთა უსაფრთხოება, ახალი ევროპული რეგულაციები, - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, საბანკო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სფეროს წარმომადგენლებს კომერციული ბანკების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ რეკომენდაციას წარუდგენს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრა ხვალ, 23 აპრილს 10:30 საათზე სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტი, რომელიც ეროვნული ბანკის ექსპერტის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე მომზადდა მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს მათი კლიენტების პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, უზრუნველყონ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვა.

შეხვედრაზე გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ეროვნულ ბანკსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს შორის.

ღონისძიებას საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, ეროვნული ბანკის, არასამთავრობო სექტორისა და ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს