ფინანსთა სამინისტროში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი უცხოური ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა უწყებაში არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

,,შემოსავლების სამსახური არ არის დაინტერესებული ბიზნესი შეამოწმოს იმ მიზნით, რომ მოხდეს მათი დაჯარიმება. უწყების სტრატეგიულ ამოცანად კვლავ რჩება, არა მხოლოდ საგადასახადო კანონდარღვევათა გამოვლენა და აღკვეთა, არამედ მათი პრევენცია.” - განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ.

მისი თქმით, შემოსავლების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს, გადასახადის გადამხდელებთან, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობა წარმოადგენს, იმისათვის, რომ ვიყოთ სანდო პარტნიორი ბიზნესისთვის.

სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მხარეებმა, შეხვედრაზე გამოკვეთილი პრობლემატური საკითხებისა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ბიზნესასოცაციების ხელმძღვანელებს, შესაძლებლობა მიეცათ მათთვის აქტუალურ თემაზე, შემოსავლების სამსახურის უფროსისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ ლაშქარაძემ შემოსავლების სამსახურის სახელით სტუმრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბიზნესასოციაციების წევრებთან შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო