სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ვაშინგტონში გაემგზავრებიან

ღია საზოგადოების ფონდის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, „სამართლიანი არჩევნებისა“ და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლები 22-26 აპრილს ვაშინგტონში აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებთან და საქართველოს საკითხებზე მომუშავე სენატორებთან და კონგრესმენებთან შეხვედრებს გამართავენ და მათ საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ხედვას გააცნობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ღია საზოგადოების ფონდიდან“ აცნობეს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეხვედრებზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრულ სფეროებში განხორციელებული რეფორმების მონიტორინგის საფუძველზე მომზადებულ შეფასებას და რეკომენდაციებს წარადგენენ. შეხვედრებზე განხილულ იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, უსაფრთხოების სექტორის რეფორმების, საარჩევნო გარემოს, მედიის თავისუფლების და მართლმსაჯულების საკითხები და სამოქალაქო საზოგადოების როლი.ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში 20-მდე შეხვედრაა დაგეგმილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა