რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე  ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის, აიათოლა ჰამენეის წარმომადგენელს, სეიდ რეზა ტაყავის შეხვდა. შეხვედრას საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი ესწრებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკთხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაცით, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა გააცნო, კერძოდ, ისაუბრა მუსლიმთა სამმართველოსათვის განხორიცელებული პროექტების: დაფინანსების, მეჩეთების გადაცემის, საპატიმროებსა და სამხედრო სამსახურებში სალოცავი ოთახების მოწყობის შესახებ.

საქართველოს შეიხმა, რამინ იგიდოვმა აღნიშნა, რომ საქართველოში რელიგიის სრული თავისუფლებაა, ყველას ეძლევა თვითგამოხატვის საშუალება და ხაზი გაუსვა რელიგიის სააგენტოს გასაკუთრებულ როლს მუსლიმთა პრობლემების მოგვარებაში.

სეიდ რეზა ტაყავიმ დადებითად შეაფასა სააგენტოს საქმიანობა, მისი განცხადებით, რელიგიის სააგენტოს ბევრი აქვს გაკეთებული მუსლიმ თემთან მიმართებაში. სტუმარმა გამოთქვა ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინტერ-რელიგიური მიმართულებით ქართული გამოცდილების გაცნობის სურვილი. შეხვედრაზე რეზა ტავაყიმ გააჟღერა ინიციატივა ერთობლივი კონფერენციის გამართვისა და რელიგიური გამოფენის მოწყობის თაობაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა