გიორგი გახარია - პანკისში, დილის 08:00  საათზე, კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი იყო, მას შემდეგ,  რაც განხორციელდა მათზე თავდასხმა, მოხდა დამატებითი ძალების მობილიზება

გუშინ იყო მძიმე დღე, ყველასთვის და სამწუხარო დღე. დღეს ყველა ვმშვიდდებით, ვწყნარდებით და ვაანალიზებთ, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობის მოვლენებისას დაშავებული პოლიციელები მოინახულეს, რომლის შემდეგაც შს მინისტრმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

გიორგი გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეული მოქალაქისა და სამართალდამცველის უფლებებს დაიცავს და დეტალურად გამოიძიებს, დანაშაულს, რომელიც იყო როგორც მოქალაქეების მიმართ, ისე პოლიციელების მიმართ ჩადენილი.

„გუშინ იყო მძიმე დღე, ყველასთვის და სამწუხარო დღე. დღეს ყველა ვმშვიდდებით, ვწყნარდებით და ვაანალიზებთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დაიცავს თითოეული მოქალაქის და თითოეული სამართალდამცველის უფლებებს და შესაბამისად, ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ დეტალურად გამოვიძიებთ ყველა ჩადენილ დანაშაულს, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ისეთ დანაშაულსაც, რომელიც იყო ჩადენილი პანკისის მოსახლეობისა და მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენ არ ვიჩქარებთ. ვიქნებით წყნარი, მშვიდი და ყველაზე დიდი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ ყველას ჰქონდეს ამ მიმდინარე გამოძიების მიმართ მაღალი ხარისხის ნდობა. არსად არ გვეჩქარება. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეებზე. ჩვენ ვიცავთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, მათ უფლებებს, მათ ჯანმრთელობას, ისევე როგორც ყველამ ერთად ჩვენ უნდა დავიცვათ თითოეული პოლიციელის ჯანმრთელობა და ღირსება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეკითხვაზე, რატომ გახდა საჭირო დიდი რაოდენობით სამართალდამცველების პანკისის ხეობაში მობილიზება, მინისტრმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, დილით, ადგილზე მშენებლების უსაფრთხოებას, კახეთის სამხარეო პოლიციის მხოლოდ 35 თანამშრომელი იცავდა. თუმცა, მას შემდეგ რაც მოხდა მათზე თავდასხმა, საჭირო გახდა დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება.

„მე არაერთხელ განმიმარტავს და აღმინიშნავს, კიდევ ერთხელ ვიტყვი და თუ ეს საჭიროა. ჩვენ ამის ვიზუალურ ფაქტებსაც გავასაჯაროებთ. პანკისში, დილის 8 საათზე, წყნარად, მშვიდად, კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი, იმისთვის რომ მათ უზრუნველყოთ მშენებლების უსაფრთხოება, რა თხოვნითაც ჩვენ ეკონომიკის სამინისტრომ ოფიციალურად მოგვმართა, შევიდნენ აი, ამ ლოკაციაზე. მას შემდეგ, რაც განხორციელდა მათზე თავდასხმა, მოხდა რა თქმა უნდა, მოხდა დამატებითი ძალების მობილიზება. ეს არის ფაქტი. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც გამოძიება, რომელიც უკვე პროკურატურაში აღძრულია“, - განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, იყო თუ არა, ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას, გახარიამ უპასუხა, რომ „ აბსოლუტურად ტრანსპარენტულად ვიქცევით და მოვიქცევით“.

„იმიტომ, რომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია , დავადგინოთ სრული ჭეშმარიტება. დაძაბულობის დაწყებამდე, 35 კახეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელის გარდა ხეობაში არ ყოფილა არავინ. ეს არის ფაქტი, შეგიძლიათ გადაამოწმოთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა