ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში დამატებით 60  ქალი მეწარმე ჩაერთვება

"ფაბრიკაში" საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და გაეროს ქალთა ფონდის მხარდაჭერით, დასავლეთ საქართველოში მოღვაწე მეწარმე ქალებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტის "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში" ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები 60 მეწარმე ქალი ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს გაივლის. როგორც ფერმერთა ასოციაციაში აცხადებენ, ქალ მეწარმეთა მთავარი გამოწვევა განათლება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა, მსგავსი პროექტები კი მათ კვალიფიკაციის ამაღლებასა და დიდი კომპანიებთან კონტაქტების დამყარებაში დაეხმარება.

„ეს პროექტი მიზანმიმართულია იმისკენ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს. ასევე, განავითარონ სოციალური პასუხისმგებლობა და ის გამოწვევები, რაც აქვთ, ჩვენც ვეცადოთ, მათთან ერთად გადავჭრათ. ვიმუშავებთ დამწყებ ბიზნესმენ ქალებთან, რომლებსაც აქვთ მცირე ბიზესი და უნდათ მისი გაფართოება. ვიმუშავებთ ასევე დიდ შემდგარ კომპანიებთან, რომ გაფართოვდნენ და გაზარდონ თავისი გაყიდვები“, - აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.

პროექტი სამწლიანია და კომისიის მიერ შერჩეული ბენეფიციარები , ბიზნესის გაფართოების მიზნით, გრანტებსაც მიიღებენ.

„ტრენინგების გავლის შემდეგ, მეწარმე ქალებს მიღებული ცოდნა საშუალებას მისცემს თავისი ბიზნესის განვითარების გეგმები სწორად დასახონ. ასევე, წარმოადგინონ საინვესტიციო წინადადებები და მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა პროექტის ფარგლებში”, - განაცხადა ფერმერთა ასოციაციის პროექტის მენეჯერმა ნათია ნინიკელაშილმა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა დაფინანსებული და მას გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა