თინა ხიდაშელი პანკისში ჰესის მშენებლობაზე - რატომ აიტკიებდა ასე თავს ხელისუფლება, ვინმეს კერძო ინტერესი რომ არ ყოფილიყო, ვინც ხელისუფლებისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია?!

როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დაცვაში უდგება კომპანიას, როცა ერთი მინისტრი მეორეს სთხოვს, პოლიცია გამაყოლე, საქმე ისე ვერ კეთდებაო და ისიც აყოლებს, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ვისი ინტერესი დგას ამ ყველაფრის უკან?! - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა პანკისის მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

„არავითარი რისკების გათვლა არ ყოფილა და არავითარი წინასწარი დაგეგმვა მოსალოდნელ საფრთხეზე თუ მოსალოდნელ გართულებასთან დაკავშირებით რეგირებისთვის - ეს არის ზუსტად მთელი ამბავი.როდესაც ერთი მინისტრი მეორე მინისტრს პოლიციის ძალით დახმარებას სთხოვს იმიტომ , რომ ვიღაც ბიზნესმენს თურმე პრობლემა ექმნება და იმ მინისტრს, რომელიც პოლიციას აყოლებს და რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოება რაღაც ასპექტში აბარია, სუს-თან ერთად, აზრიც კი არ უჩნდება, რომ უფრო შორს მიმავალი და გრძელვადიანი დაგეგმარება გააკეთოს უკვე საფრთხეების პრევენციის და აქ დგება ლილუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, დღეს რომ ასე მარტივად მოიცილა კითხვა, თორემ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ საპოლიციო ოპერაციაზე გადაწყვეტილებას შს მინისტრი იღებს.

როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დაცვაში უდგება კომპანიას, ანუ ერთი მინისტრი მეორე მინისტრს ეუბნება, რომ საფრთხე ისეთი დიდია, რომ პოლიცია უნდა გამაყოლო, თორემ ისე ვერ ვაკეთებო, ამ დროს არანაირი სხვა კომუნიკაცია აღარ არის სუს-თან, ვინმე სხვა ჭკვიან კაცთან, რომ არიქა, რა ვქნათ, რამე კიდევ სხვა ამბავი ხომ არ გვჭირდება, ხომ არ გავაჩეროთ, ტრაგედია ეს არის. აქ კიდევ მესამე კითხვა ჩნდება ლოგიკურად. რატომ აიტკიებდა ასე თავს ხელისუფლება, ვინმეს კერძო ინტერესი რომ არ ყოფილიყო, ვინც ხელისუფლებისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია. მაგალითად X კომპანიამ რომ მიმართოს უწყებას პოლიცია გამაყოლეთო, გააყოლებენ? რა თქმა უნდა არა და სწორიც იქნებიან. როდესაც ასეთი მასშტაბის ოპერაცია ხორციელდება, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ვისი ინტერესია ამ ყველაფრის უკან“, -განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა