ირაკლი სესიაშვილი -  „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აცხადებს,  როგორ შეიძლებოდა პანკისში სპეცრაზმის შეყვანაო, როცა ცეცხლითა  და მახვილით ოჯახებს აწიოკებდნენ

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აცხადებს, პანკისში როგორ შეიძლებოდა სპეცრაზმის შეყვანაო, როცა ცეცხლით და მახვილით ოჯახებში შედიოდნენ და აწიოკებდნენ“ , - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მან პანკისში, სოფელ ბირკიანში გუშინ განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მძიმე ფაქტის მიუხედავად, არსებული პოლიტიკური ძალები და ექსპერტები ხელს ხელისუფლებისკენ ფაქტობრივი გარემოებების გაუთვალისწინებლად იშვერენ.

„მძიმე ფაქტი მოხდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ გარშემო პოლიტიკურ ძალებსა და ე.წ.ექსპერტებს, რომლებიც ხელს იშვერენ ხელისუფლებისკენ მიუხედავად ფაქტობრივი გარემოებებისა, მაშინ, როდესაც არანაირი პასუხისმგებლობის აღება არათუ არ უნდათ, სახელმწიფო ინტერესებიც არ აინტერესებთ. ყველაფერს აქვს საზღვარი, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს ოპონენტებს ჰგონიათ, თითქოს სახელმწიფო ინტერესების დაცვა მხოლოდ ხელისუფლების პრეროგატივა და ვალდებულებაა. თითოეულ მათგანს მგონი, განცდა არ აქვს, რა საკითხთან გვაქვს საქმე, რა მოხდა და როგორ უნდა ვიმოქმედოთ. თუ რამე მოხდა, ოღონდ პოლიტიკური ქულები დაიწერონ, მოვლენის უკან კი რა არის, რა გამოწვევები, პრობლემები და ქვეყნის ინტერესებია, მგონი, საერთოდ არ აინტერესებთ. რა მესმის, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აკეთებს განცხადებებს, რას შვრებით, პანკისში როგორ შეიძებოდა სპეცრაზმის ავყვანაო, როცა ისინი ცეცხლითა და მახვილით ოჯახებში შედიოდნენ და აწიოკებდნენ“, - განაცხადა სესიაშვილმა.

მან კომენტარი გააკეთა პანკისელების გარკვეული ნაწილი განცხადებაზეც, რომ გუშინდელი მოვლენების გამო ერთი ადამიანიც არ უნდა იყოს დაკავებული, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ანალოგიური მოვლენები განვითარდება.

„ველოდებით გამოძიებას, შსს-ს ექნება საკმარისზე მეტი მტკიცებულება, რომ მოხდეს ყველა მოვლენის ქრონოლოგიურად, სისტემურად გაანალიზება. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოსაც იგივე პოზიცია აქვს, რომ იქ, სადაც კანონი დაირღვა, უნდა მოხდეს ადეკვატური რეაგირება - წერტილი. აქ არ აქვს მნიშვნელობა, პანკისში მოხდა, სამტრედიაში, ზუგდიდში თუ ფოთში. მინდა, ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებს, ჩვენი ქვეყნის ერთგულ ადამიანებს ვუთხრა: ყველა ვხვდებით, რომ რაც არ უნდა რამე არ მოგვწონდეს ან არ გვინდოდეს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავიდეთ კანონის ფარგლებს მიღმა და გვქონდეს უფლება, ავიღოთ ქვა და ვინმეს ვესროლოთ ან ცეცხლი წავუკიდოთ სახელმწიფო ქონებას. ეს იყო არასწორი ქმედება. დღეს მოწოდებები, რომ არავითარ შემთხვევაში სახელმწიფომ არ გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ დასაჯოს ადამიანები, ესეც არასწორი მიდგომაა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ერთად სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. თუ გვინდა, სამართლებრივი სახელმწიფო ავაშენოთ, კი არ უნდა დაისაჯონ, კანონი უნდა აღსრულდეს ამ ქვეყანაში და უნდა შევეჩვიოთ ამას - სადაც არის კანონი, კანონი უნდა აღსრულდეს და ეს უნდა იყოს მაგალითი, რომ მეორედ ასეთი რამ არ ჩავიდინოთ. თუ პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა გადამეტებას, პროვოცირებას, ამის გადამოწმებაც შეგვიძლია. კანონის შესრულებას უნდა ვითხოვდეთ თითოეული ჩვენგანი.“, - აღნიშნა სესიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს