ირაკლი ლექვინაძე -  საგადასახადო ადმინისტრირების დახვეწაზე აუდიტორულ კომპანიებთან ერთად ვიმუშავებთ

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში მოქმედ იურიდიული, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას ყველაზე ხშირად წარმოქმნილ პრობლემურ საკითხებზე.

„საკონსულტაციო კომპანიებს ყოველდღიური შეხება აქვთ ბიზნესთან და მათთვისაც ცნობილია ის კონკრეტული საკითხები, რომელიც კერძო სექტორს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში აფერხებს. დღეს ჩვენ გამოვყავით საგადასახადო ადმინისტრირების რიგი მიმართულებები, რომელთა გაუმჯობესებისთვისაც ერთობლივად გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებმა ამ ფორმატში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. შეხვედრას საქართველოში მოქმედი იურიდიული, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების 40-მდე ხელმძღვანელი პირი ესწრებოდა. მსგავსი ფორმატის შეხვედრა ბიზნესომბუდსმენსა და საკონსულტაციო კომპანიებს შორის უკვე მეორედ გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო