ლეილა მუსტაფაევას ინფორმაციით, აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას ინფორმაციით, ბაქოს ციხეში მოთავსებული მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ მუსტაფაევა სოციალურ ქსელში წერს.

„აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. დაეწყო თვალების ძლიერი ტკივილები და ურინარიული სისტემის გართულებები. სტანჯავს მაღალი არტერიური წნევა და მე-2 ტიპის დიაბეტი. ციხის ექიმებს ჯერჯერობით არ შეუმოწმებიათ“, - წერს ლეილა მუსტაფაევა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.

2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა