შრი-ლანკაში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა

შრი-ლანკაში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა, ხოლო 480 კი დაშავებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი დღე შრი-ლანკაში გლოვის დღედ არის გამოცხადებლი. გარდა ამისა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა შემოღებული.

21 აპრილს კათოლიკური აღდგომის აღნიშვნისას ქვეყნის სამ ეკლესიაში აფეთქება მოხდა. გარდა ამისა, აფეთქება მოხდა ასევე სამ სასტუმროში. არსებული ინფორმაციით, ტერაქტები თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.

შრი-ლანკას პოლიციამ აღნიშნულ ტერაქტებთან დაკავშირებით 30-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ტერაქტები ადგილობრივმა ისლამისტურმა ორგანიზაციამ განახორციელა.

იხილეთ ვიდეო: შრი-ლანკაში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა