ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვლადიმერ ზელენსკი ისრაელში ვიზიტით მიიწვია

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ისრაელში ვიზიტით დაპატიჟა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ბენიამინ ნეთანიაჰუმ უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის დაურეკა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი პოზიტიური ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება და ვლადიმერ ზელენსკი ისრაელში ვიზიტით დაპატიჟა“, - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მედია ხაზს უსვამს ვლადიმერ ზელენსკის ებრაულ წარმოშობას და აღნიშნავენ, რომ ისრაელის შემდეგ უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ებრაელები არიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა