ქართული სუფრის კულტურას ტოკიოში გაეცნენ

პროექტის „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ფარგლებში ტოკიოში ღონისძიება „ქართული სუფრა“ გაიმართა, რომელსაც მწერალი ზურაბ ქარუმიძე უძღვებოდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საგამოფენო სივრცეში Warehause Terrada მოწვეულ 120 სტუმარს შორის ღვინის ექსპერტები, იაპონის მთავრობის, ადგილობრივი მედიისა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები იყვნენ.

მათივე ცნობით, საღამოს ქართველი სუმოისტები ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) დაესწრნენ. მათმა სტუმრობამ იაპონელებში განსაკუთრებული ემოციები და აღატაცება გამოიწვია.

ღონისძიების მიზანი იაპონელებისთვის ქართული სუფრისა ტრადიციებისა და ღვინის კულტურის გაცნობა იყო. სხვადასხვა დასახელების ღვინოებთან ერთად სტუმრებისთვის ქართული კერძები სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოდან ჩასულმა მზარეულებმა მოამზადეს.

„იაპონელებს აქვთ რიტუალის განსაკუთრებული გრძნობა და ჩვენ ვეცადეთ, რომ ქართული სუფრაც თავისებურ ღვინის რიტუალად წარმოგვედგინა, აღგვეწერა ყველაფერი, რისგანაც შედგება ის. ეს იყო ძალიან კარგი დიალოგი და შეხვედრა, ორი სრულიად განსხვავებული კულტურის - ქართულისა და იაპონურის. თუმცა, მე როგორც თამადამ, მათ ვუთხარი, რომ საფუძველში ორივე კულტურას უდევს ერთი რამ - ადამიანური ურთიერთიობები და ადამიანებს შორის დიალოგის მოთხოვნილება“, - აღნიშნა ზურაბ ქარუმიძემ.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-თან პარტნიორობით. პროექტის ფარგლებში Warehause Terrada-ში მოწყობილი ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.

იხილეთ ვიდეო: პროექტის "საქართველო - ღვინის სამშობლო" ფარგლებში ტოკიოში ქართული საღამო - "სუფრა" გაიმართა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო