რატი იონათამიშვილი - პანკისში სამართალდამცველებმა მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს

პანკისში სამართალდამცველებმა ძალიან მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და იმაზე იზრუნეს, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება ყოფილიყო ბოლომდე დაცული, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებს.

დეპუტატის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგი აუცილებელია.

„ჩვენთვის მთავარია, რომ ახლა ხეობაში არის სიმშვიდე. ადგილზე სამართალდამცველებმა გამოიჩინეს ძალიან მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და იზრუნეს იმაზე, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება ყოფილიყო ბოლომდე დაცული. დღეს უკვე აუცილებელია გვქონდეს მეტი დიალოგი, რათა ყველა ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ხალხის საკეთილდღეოდ, პირველ რიგში, პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომელიც ამ შემთხვევაში პანკისში არის",- განაცხადა იონათამიშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, რომ სამართალდამცველებმა პანკისში უფლებამოსილებას გადაამეტეს, დეპუტატის შეფასებით, ასეთი საუბარი უხერხულია.

"ვინც საუბრობს, რომ ძალოვანებმა გადააჭარბეს უფლებამოსილებას, მინიმუმ, უხერხულია და მაქსიმუმ ძალიან უპასუხისმგებლოდ იქცევა, რადგან პირდარ ეთერში ვუყურებდით როგორ იცავდნენ სამართალდამცველები და როგორი მოთმინებით ეკიდებოდნენ, რათა არ ყოფილიყო ესკალაცია",- განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს, პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო