თამარ ჩუგოშვილი - პოლიციელებზე თავდასხმა, მათი ქონების განადგურება და ჯანმრთელობის დაზიანება დაუშვებელია, ამას არ შეიძლება გამართლება ჰქონდეს

არც ერთ შემთხვევაში ასეთი ტიპის შეტაკებების მოწყობა გამართლებული არ არის. ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„ძალიან სამწუხარო იყო ის ესკალაცია, რომელიც ვნახეთ. ამ საკითხს რამდენიმე მხარე აქვს, ერთი რაც არის სრულიად ნათელი არის ის, რომ პოლიციელებზე თავდასხმა არის დაუშვებელი და არავისთვის, არც ერთი არგუმენტით არ შეიძლება ეს გამართლებული იყოს. რაც შეეხება ჰესებს, მათი მშენებლობის საჭიროების შესახებ და რაც მთავარია იმის შესახებ, რომ მოსახლეობას ზიანი კი არა სარგებელი შეუძლიათ მოუტანონ, ამაზე მეტი კომუნიკაციაა ალბათ, საჭირო. ვინაიდან შეთანხმდნენ მხარეები, რომ ჰესების მშენებლობა გაგრძელდება მას შემდგომ, რაც ხეობის უდიდეს ნაწილს ექნება მხარდამჭერი პოზიცია, ვფიქრობ, განიმუხტება სიტუაცია და უკვე ასეცაა. რაც ჩვენ ვნახეთ, პოლიციელებზე თავდასხმა, მათი ქონების განადგურება, ჯანმრთელობის დაზიანება, ყოვლად დაუშვებელია და ამას არც ერთი არგუმენტით გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება პოლიციის მხრიდან ძალის გადამატებაზე ოპოზიციის ბრალდებებს, ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია.

“არ ყოფილა ძალის გადამეტება. ფიზიკურად იქ ყოფნა ძალის გადამეტება არ არის და მეორე, არც ერთ შემთხვევაში ასეთი ტიპის შეტაკებების მოწყობა გამართლებული არ არის. ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ შესაძლოა სწორი კომუნიკაცია არ შედგა მოსახლეობასთან ჰესის საკითხზე, ვიცე-სპიკერის ინფორმაციით, მოსახლეობასთან კომუნიკაცია იყო და ასეთი გართულების მოლოდინი, ალბათ, არ არსებობდა.

"დეტალურად ინფორმირებული არ ვარ, მაგრამ როგორც ვიცი, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა კომუნიკაცია კომპანიის მხრიდან მოსახლეობასთან და მათ შორის, შეთანხმებებიც შედგა. შესაბამისად, ალბათ, მოლოდინი მსგავსი გართულების არ არსებობდა. ისიც ფაქტია, რომ როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებას მიზანმიმართულად მიეწოდება ზოგჯერ არასწორი ინფორმაცია იმიტომ, რომ ის ჰესი, რომელიც შენდებოდა, არანაირად ზიანის მომტანი არ იყო",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს, პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს