პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი კომერციული ბანკების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ რეკომენდაციებს წარადგენს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, საბანკო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სფეროს წარმომადგენლებს კომერციული ბანკების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ რეკომენდაციებს წარუდგენს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილის ნიკოლოზ ბრეგვაძის თქმით, პერსონალური მონაცემების დარღვევის თაობაზე მოქალაქეების მიმართვიანობა ძირითადად პრობლემური სესხის მართვის დროს პირის სამუშაო ადგილზე და ოჯახის წევრებთან სესხის თაობაზე ინფორმაციის გამჟღავნებას ეხება.

"გასულ წელს, ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის შედეგად ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, თუ რა მდგომარეობა იყო კომერციულ ბანკებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მხრივ. კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა ის რეკომენდაცია, რომლის პრეზენტაციაც მოხდება. ჩვენ ამ რეკომენდაციით თვალსაჩინოდ ვხდით იმ მიდგომებს, რომლებიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატს გააჩნია ამ სფეროში მონაცემთა დამუშავების მიმართ. ასევე, ეროვნულ ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობის თვალსაზრისით გაფორმებული არის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ეფექტიან თანამშრომლობას, რაც გამოხატული იქნება საზედამხედველო მიდგომების ერთობლივ განხორციელებაში, რომ სათანადოდ მოხდეს მონაცემთა დამუშავება.

რეკომენდაცების შინაარსობრივი ნაწილი რამდენიმე ასპექტს მოიცავს. ძირითადი ნაწილი ეხება ახალი ევრორეგულაციის მიხედვით მონაცენთა დამუშავების მიდგომებს. ასევე ტექნოლოგიურ თვალსაზრისით მონაცემთა დამუშავების გარკვეულ თავისებურებებს.

რაც შეეხება მოქალაქეთა მომართვიანობას, ეს ეხება ძირითადად კონფედენციალობის დარღვევის საკითხებს, რომლებიც შეიძლება იყოს პრობლემური სესხის მართვისას მონაცემთა დამუშავების დროს პირის სამუშაო ადგილზე და ოჯახის წევრებთან ინფორმაციის გამჟღავნება", - განაცხადა ნიკოლოზ ბრეგვაძემ.

პერსონალურ მონცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, დოკუმენტი, რომელიც ეროვნული ბანკის ექსპერტის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე მომზადდა, მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს მათი კლიენტების პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, უზრუნველყონ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვა.

ღონისძიებას საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, ეროვნული ბანკის, არასამთავრობო სექტორისა და ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეხვედრა ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ამ წუთებში მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს