პოლონური ავიაკომპანია Enter Air ვარშავასა და ბათუმს შორის ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პოლონურ ავიაკომპანია „Enter Air“-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა მიანიჭა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნოებს, ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე „Enter Air“ ფრენებს 4 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში შეასრულებს. ფრენები ყოველ ოთხშაბათს, Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სულ, ჩარტერული ავიაკომპანიის მიერ 18 რეისის შესრულებაა დაგეგმილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო