პრემიერ-მინისტრმა წიგნის მსოფლიო დღე წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიულოცა

წეროვანში უახლოეს ერთ წელიწადში ახალი სკოლა აშენდება - შესაბამისი დავალება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძეგანათლების სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას დღეს მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მამუკა ბახტაძე დღეს წეროვანის მე-3 საჯარო სკოლას სტუმრობდა, რომლის ბიბლიოთეკას საჩუქრად შემეცნებითი და კლასგარეშე საკითხავი მხატვრული ლიტერატურა გადასცა.

პრემიერმა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრისას განათლების მნიშვნელობასა და პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება და მათ წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე მიულოცა.

„დღეს საერთაშორისო საზოგადოება წიგნის დღეს აღნიშნავს. წიგნი ყველას ძალიან უნდა გვიყვარდეს, ის არის გზა ყველაფერი საუკეთესოსკენ. ყველაზე დიდი, რაც შეგიძლიათ მშობლებს და სამშობლოს აჩუქოთ, ეს არის სწავლა და წიგნის სიყვარული. მე განსაკუთრებით მიყვარს ის კუთხე, საიდანაც თქვენ ხართ. დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან ბევრ ლამაზ სკოლას ავაშენებთ თქვენს ულამაზეს კუთხეში. ეს აუცილებლად მოხდება ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის, რომელსაც თქვენ ააშენებთ და რომლის მოქალაქეებიც თქვენ ხართ",-მიმართა პრემიერ-მინისტრმა მოსწავლეებს.

მთავრობის მეთაურმა წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა მათ როლს განათლების მასშტაბური რეფორმის წარმატებით განხორციელების პროცესში.

"განათლება პირადად ჩემთვის არის მთავარი რამ ცხოვრებაში. ამავე დროს, ეს არის ერთადერთი გზა, საქართველო გავხადოთ ძალიან მაგარი ქვეყანა, ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ, გქონდეთ. მინდა, ყველას მოგილოცოთ წიგნის დღე. წიგნი ყველას ძალიან უნდა გვიყვარდეს და ის უნდა იყოს ჩვენი საუკეთესო მეგობარი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრისას.

მთავრობის მეთაური წეროვანის მე-3 საჯარო სკოლაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

იხილეთ ვიდეო: პრემიერის დავალებით, წეროვანში ახალი სკოლა აშენდება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო