ზურაბ ჭიაბერაშვილი - საზოგადოება აღშფოთებულია იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ" ძალით შეათრია მათ მიერ მოგონილ დაგროვებითი პენსიის ხაფანგში

საზოგადოება აღშფოთებულია იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ" ძალით შეათრია მათ მიერ მოგონილ დაგროვებითი პენსიის ხაფანგში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. აღნიშნულ კომიტეტზე დღეს საპენსიო სააგენტოს დირექტორს ლევან სურგულაძეს დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით მოუსმენენ.

„საზოგადოება, განსაკუთრებით 40 წელს ქვემოთ მყოფი მოქალაქეები, ისედაც აღშფოთებულია, რომ „ქართულმა ოცნებამ" ძალით შეათრია მათ მიერ მოგონილ დაგროვებითი პენსიის ხაფანგში, რომელიც ვერ იძლევა ღირსეულ სიბერეს. უფრო დიდი პრობლემა გამოჩნდა ახლა, როდესაც ხალხს უკვე ჯიბიდან ამოუღეს ეს ფული და ახლა იმტვრევენ თავს იმაზე, თუ სად უნდა განათავსონ ეს ფული. საინვესტიციო საბჭო ჯერ დაკომპლექტებულიც კი არ აქვთ და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საპენსიო რეფორმა არის სრულიად გაუაზრებელი. "ევროპული საქართველო" სწორედ ამ კითხვებზე პასუხს მოვთხოვთ საპენსიო სააგენტოს დირექტორს,"- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა