საგარეო უწყება - რომში, სამგზავრო ავტობუსში დაჭრილი საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოდან სახლშია გაწერილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

რომში, სამგზავრო ავტობუსში დაჭრილი საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოდან სახლშია გაწერილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ოფოციალური შეტყობინება საკონსულოში არ შესულა ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ამის მიუხედავად კონსულს ჰქონდა კომუნიკაცია იტალიელ სამართალდამცავებთან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, დაჭრილმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა კონფიდენციალურობა და აქედან გამომდინარე დიპლომატიური უწყებისთვის უცნობია, რა ვითარებაში მოხდა მოქალაქის დაჭრა.

„საქართველოს მოქალაქე გაწერილია სახლში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური შეტყობინება არ იყო შესული ჩვენს წარმომადგენლობაში, კონსულს ჰქონდა კომუნიკაცია სამართალდამცავებთან და მათ უთხრეს, რომ ამ ადამიანმა ისურვა დარჩენილიყო კონფიდენციალურად ანუ არ მოისურვა მის შესახებ რაიმე ინფორმაციის გაცემა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

იტალიის დედაქალაქ რომში, ავტობუსში, მაროკოელმა საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Roma Today ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მაროკოელსა და საქართველოს მოქალაქეს შორის დაპირისპირება სამგზავრო ავტობუსში მოხდა, რის შემდეგაც მაროკოელმა მას ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენა.

პოლიციელებმა მაროკოს მოქალაქე დააკავეს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იხილეთ ვიდეო: საგარეო უწყება - რომში, სამგზავრო ავტობუსში დაჭრილი საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოდან სახლშია გაწერილი

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ახლა უმთავრესი გამოწვევა დიალოგის განახლებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ ადგილზე გვექნება გართულებული ვითარება
ლევან ნატროშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში ბევრი დადებითი ცვლილება განხორციელდა, ისინი ბოლომდე ვერ პასუხობს  ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2020
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე - მოვუწოდებ ყველა ქართველს, იმოგზაურონ ჩვენს რეგიონში, მათთვის ბევრი საინტერესო პროდუქტი გვაქვს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ
„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს
Apple Pay ხალიკ ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის