ლევან დავითაშვილი - მზად ვართ მოსახლეობასთან ნებისმიერ დროს ნებისმიერ საკითხზე ვისაუბროთ

მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მოსახლესთან ნებისმიერ საკითხზე ვისაუბროთ. ეს ეხება, როგორც პანკისის ხეობაში ჰესებს, ასევე გარემოს დაცვით გადაწყვეტილებებს,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ საკითხი, რომელიც სამინისტროს მიერ გაცემულ ნებართვებს და გარემოს ეხება, ფართო განხილვის და მსჯელობის საგანია.

„პანკისთან დაკავშირებით უფრო კომპეტენტური, ამომწურავი და დეტალური პასუხი ჩემმა კოლეგებმა უკვე მოგახსენეს. მე, როგორც მთავრობის წევრმა, ნებისმიერ საკითხზე შეიძლება კომენტარი გავაკეთო, უბრალოდ ამაზე დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას უკვე მიეწოდა და ამის შეფასებას არ ვაპირებ.

რაც შეეხება მდგომარეობას და მოვლენებს, ნებისმიერი ნებართვა, რომელიც ჩვენი სამინისტროდან გაიცემა, არის ფართო, საჯარო განხილვის საგანი. ამაზე წელიწადზე მეტია შეხვედრები ტარდებოდა მოსახლეობასთან და კიდევ მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მოსახლესთან ნებისმიერ საკითხზე ვისაუბროთ. ეს ეხება, როგორც პანკისის ხეობაში ჰესებს, ასევე გარემოს დაცვით გადაწყვეტილებებს",-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს