ლევან სურგულაძე - საპენსიო ფონდის ღირებულება ამ ეტაპზე 145 მილიონ 573 ათასი ლარია

საპენსიო სქემაში სულ 49 ათას 535 კერძო კომპანიაა ჩართული, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ განაცხადა, რომელიც დეპუტატებს დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით მოხსენებით მიმართავს.

მისივე თქმით, სულ ფონდის ღირებულება ამ ეტაპზე არის 145 მილიონ 573 ათას 875 ლარი.

„სულ საპენსიო სქემაში ჩართულია 49 ათას 535 კერძო კომპანია. სულ ფონდის ღირებულება ამ ეტაპზე არის 145 მილიონ 573 ათას 875 ლარი, მათ შორის, დარიცხული სარგებელი ამ ეტაპზე არის 784 ათას 313 ლარი, ხოლო სულ საპენსიო შენატანები და სარგებელი ერთად არის 174 მილიონ 47 ათას 572 ლარი. დაახლოებით 20 მილიონშია აქ განსხვავება, ეს იმიტომ, რომ კომპანიებმა გადმორიცხეს ფული, მაგრამ ჯერ არ დაუხურავთ დეკლარაციები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ფული დევს კომპანიის ბალანსზე ჩვენს სისტემაში, მაგრამ ჯერ არ გაგვინაწილებია კონკრეტული ადამიანებისთვის, ანუ, ჯერ ის არ გამხდარა ფონდის ნაწილი“, - განაცხადა სურგულაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს