დავით უსუფაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ელოდება, როდის დასრულდება ივანიშვილის ეპოქა, რომ საკუთარი აზრები ჰქონდეს

პროცესის ბოლოს იმის თქმა, მეც ვადევნებდი თვალსო, ნამდვილად არ მიმაჩნია პრეზიდენტის ფუნქციად, - ასე შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება, რომელშიც სალომე ზურაბიშვილმა უზენაესს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის წესის შესახებ გამართული კონსულტაციების შედეგებთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა.

დავით უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტი კიდევ დიდხანს იქნება „ქართული ოცნების“ ზეგავლენის ქვეშ.

„სრულიად აშკარაა, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი ჯერ კიდევ დიდხანს იქნება „ქართული ოცნების“ ზეგავლენის ქვეშ, გასაგები მიზეზების გამო. ალბათ, ის ელოდება იმ დროს, როდის დასრულდება ივანიშვილის ძალაუფლების ეპოქა, რომ მაშინ საკუთარი პოზიციები და აზრებიც ჰქონდეს. ეს მისი არჩევანია და იმ ხალხის, ვინც მას ხმა მისცა. მე არ ველი უახლოეს ხანებში მისი მხრიდან ასეთ მტკივნეულ საკითხებზე რაიმე ინიციატივებს ან მკაფიო პოზიციების დაკავებას. მკაფიო პოზიციებში არ ვგულისხმობ მაინცდამაინც ხელისუფლებისაგან განსხვავებულ პოზიციებს. თავისთავად, როდესაც პრეზიდენტი ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე პოსტფაქტუმ ერთვება საჯარო დისკუსიაში, როცა ყველაფერი დამთავრდა: მეორე მოსმენით მიიღეს, გადაიარა კანონთან დაკავშირებულმა თემებმა და მერე გამოდის და რაღაცას ამბობს... პრეზიდენტი მე სხვაგვარად წარმომიდგენია. სახელმწიფოს მეთაური, რომელიც სწორედ ამ სფეროს, მართლმსაჯულების როგორც სახელისუფლებო შტოს გამართვაში უნდა მონაწილეობდეს და მის სწორ ფუნქციონირებაში. თუ თვლის, რომ მართალია ხელისუფლება, მაშინ უფრო აქტიურად უნდა ცდილობდეს, რომ ნდობა გაზარდოს მურუსიძის და სხვა ადამიანების მიმართ, რადგან მისი დანიშნულებაა, რომ არ დაუშვას ის, რაც ხდება დღეს - ეროზია და ასეთი ნდობის დაკარგვა მართლმსაჯულების სისტემისადმი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 22 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსა და მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა უმრავლესობის პოზიცია გაიზიარა იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის 5 რეკომენდაციიდან 4 გაითვალისწინა, რაც შეეხება მოსამართლეთა არჩევის ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებულ რეკომენდაციას, ზურაბიშვილის შეფასებით, ის უხერხულობას ქმნის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს