პროექტ #აჩუქეწიგნის ფარგლებში "გალფი" აჭარის მაღალმთიან სოფლებს წიგნებით მოამარაგებს

კომპანია "გალფის" სადგურიდან დილის 10.00 საათზე წიგნებით დატვირთული მანქანები აჭარის მაღალმთიანი რეგიონისკენ დაიძრა, სადაც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წიგნებს აჭარის მაღალმთიანი სოფლების სკოლებსა და სამკითხველოებს გადასცემს.

პროექტ „წიგნიერის“ ფარგლებში კომპანია "გალფი" 2019 წელს კვლავ აქტიურად იქნება ჩართული წიგნების გავრცელების კამპანიაში, სადაც რეგიონების სკოლებსა და ბიბლიოთეკებს სისტემატურად მიეწოდება წიგნები. "გალფი" ასევე საწვავით მოამარაგებს მაღალმთიან სკოლებს, სადაც მოსწავლეებისა და პედაგოგების ტრანსპორტირების პრობლემაა.

გასულ წელს პროექტის ფარგლებში 120 სოფელი მომარაგდა, ხოლო წელს 150 სოფლის მომარაგება იგეგმება.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა