ბათუმიდან ჩამოსული ელექტრომობილის მეპატრონე - მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვები არ დაიშლება მანამ, ვიდრე დადებით პასუხს არ მივიღებთ

მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვები არ დაიშლება მანამ, ვიდრე დადებით პასუხს არ მივიღებთ, - ამის შესახებ ბათუმიდან ჩამოსული ელექტრომობილების მფლობელების აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჯემალ სურმანიძემ ,,ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვები დღეს გაშალეს.

როგორც ისინი აცხადებენ, თავადაც მიდიან დათმობებზე, მაგრამ მთავრობისგანაც ითხოვენ, რომ მათ მიერ შედგენილი 6-პუნქტიანი წერილობითი მიმართვა აღსრულდეს.

,,ჩვენი მოთხოვნა არის მოპედების არა აკრძალვა, არამედ რეგულაციების დაწესება: 1. სეზონის ბოლომდე მაინც რომ გადაგვივადონ ამ კანონის აღსრულება; 2. 1300 მოპედის ნაცვლად 300 მაინც დაუშვან სეზონის ბოლომდე; 3. ელექტრომობილების სიჩქარის მოკლება; 4. ე.წ ბაიკერების აკრძალვა; 5. არასრულწლოვნებზე სკუტერის გადაცემა; 6. ნარკოტიკული და ალკოჰოლური თრობის დროს სკუტერის მეპატრონის დაჯარიმება.

მივდივართ ამდენ დათმობაზე, გვაქვს ეს მინიმალური მოთხოვნა, რითაც გადარჩება ჩვენი სახლები გაყიდვას.

კარვები არ დაიშლება მანამ, ვიდრე არ მივიღებთ დადებით პასუხს. პარალელურ რეჟიმში, 30-ში გაიმართება აქცია ბათუმშიც. ვნახოთ, რა მოყვება ამ ყველაფერს. არავის დაავიწყდეს, რომ აჭარა სენსიტიური თემაა და არ არის ნაკლები პანკისთან შედარებით”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ჯემალ სურმანიძემ.

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ბულვარში 1 მაისიდან აიკრძალება მოტოციკლების, კვადროციკლების და ელექტრომობილების გამოყენება.

იხილეთ ვიდეო: ბათუმიდან ჩამოსული ელექტრომობილის მეპატრონე - მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვები არ დაიშლება მანამ, ვიდრე დადებით პასუხს არ მივიღებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა