კახა კალაძე ჟურნალისტს - დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული

დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რა კავშირი აქვს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ მსახიობ ლევან ჯიბღაშვილთან.

„დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული. კარგად მოემზადეთ და შემდეგ დამისვით ეს კითხვა“, - მიმართა კალაძემ ჟურნალისტს, რომელმაც თბილისის მერს კომენტარი სთხოვა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლევან ჯიბღაშვილმა დაკავების მომენტრში კახა კალაძესთან დარეკვა მოითხოვა.

თავის მხრივ, შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს დაკავებულ ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილიც.

ცნობისთვის, ნარკოდანაშაულზე დაკავებულ მსახიობს, ლევან ჯიბღაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. ჯიბღაშვილი მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო