დავით ბაქრაძე - ადამიანებს ყოველთვიურად იძულებით ართმევენ ფულს, უმცირებენ ხელფასს და ეს ფული მიდის კომერციულ ბანკებში

ადამიანებს ყოველთვიურად იძულებით ართმევენ ფულს, უმცირებენ ხელფასს და ეს ფული მიდის კომერციულ ბანკებში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული საკითხის შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, საპენსიო რეფორმის შედეგად, მივიღეთ ახალი ბიუროკრატია, რომელიც ხალხის ხარჯზე არსებობს.

"რა მოგვიტანა დღეს საპენსიო რეფორმამ? პირველი - ადამიანებს ყოველთვიურად იძულებით ართმევენ ფულს, უმცირებენ ხელფასს და ეს ფული მიდის კომერციულ ბანკებში ანუ იმისთვის, რომ ჩვენი საკუთარი ფული კომერციულ ბანკში დაგვადებინონ ძალით, სახელმწიფო იძულებით გვახდევინებს კიდევ ფულს. არ არსებობს არანაირი გეგმა, არ არსებობს საინვესტიციო საბჭო, არსებობს უბრალოდ საპენსიო სააგენტო. ვინახავთ მორიგ ბიუროკრატიას, რომელიც ჩვენ ხარჯზე არსებობს, აქვს ძალიან მაღალი ხელფასები და დაკავებულია ახალი მავნებლური რეგულაციების მოგონებით, მაგალითად ისეთით, რომ თურმე ჩაერევა შრომით დავებში და დაააჯარიმებს კომპანიებს მათი თანამშრომლების ხელფასების ზრდის ან შემცირების მიხედვით," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა