კახა კალაძის განცხადებით, თუ წყნეთში არსებული მეწყერდამცავი კედლის მშენებლობისას სამუშაოები ხარვეზებით აწარმოეს, მერია ხელს არავის დააფარებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ წყნეთში არსებული მეწყერდამცავი კედლის მშენებლობისას სამუშაოები ხარვეზებით აწარმოეს, მერია ხელს არავის დააფარებს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე კედელზე ბზარის გაჩენა საფრთხეს არ წარმოადგენს.

მისი თქმით, სამუშაოები 2015 წელს, სტიქიის შემდეგ დაიწყო და სექტემბერში დასრულდა.

„ჩვენ ყოველთვის დაკვირვების რეჟიმში ვართ და დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ უსაფრთხება დაცული იყოს. ახლა, ამ წუთში ის საფრთხეს არ წარმოადგენს. კედლის ნაწილზე შესაბამის სამსახურს დაგეგმილი აქვს სამუშაოები. პატარა ხარვეზი იყო. თუმცა, მე ხელს ვერავის დავაფარებ. თუ პრობლემები და ხარვეზებით იყო წარმოებული სამუშაოები, არ მოვერიდებით და ამ ინფორმაციასაც მოგაწვდით აუცილებლად“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო