დავით ჭიჭინაძე საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს - თქვენ ქვეყანას 15 ათასი ლარი უჯდებით თვეში, სჯობდა არ ჩამოსულიყავით

თქვენ ქვეყანას 15 ათასი ლარი დაუჯექით თვეში, ჯობდა არ ჩამოსულიყავით, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ საპენსიო სააგენტოს დირექტორს ლევან სურგულაძეს კომიტეტის სხდომაზე, სადაც მისი ანგარიში მოისმინეს.

დავით ჭიჭინაძემ ლევან სურგულაძეს ჰკითხა, ქვეყნიდან ხალხის გასვლა ხომ არ შეუშლის ხელს საპენსიო სააგენტოს შემდგომ მუშაობაში.

„ქვეყანაში იქნა დეკლარირებული, რომ ჩვენი კვალიფიციური მუშახელი წავა და კანონიერად იმუშავებს საზღვარგარეთ, ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ამ დროს თქვენი ბაზა მცირდება, ეს თქვენზე არ იმოქმედებს?“, - მიმართა სურგულაძეს ჭიჭინაძემ.

ლევან სურგულაძემ თავის მხრივ, დეპუტატს უთხრა, რომ ეს პრობლემა არ არის.

„ვიღაც გადის, ვიღაც ჩამოდის. მე ჩამოვედი მაგალითად“, - აღნიშნა სურგულაძემ.

აღნიშნულ პასუხს დავით ჭიჭინაძის გაღიზიანება მოჰყვა და სურგულაძეს მიმართა, რომ სჯობდა, არ ჩამოსულიყო.

„თქვენ ქვეყანას 15 ათასი ლარი დაუჯექით თვეში, სჯობდა არ ჩამოსულიყავით“,- მიმართა ჭიჭინაძემ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა