საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა, ყაზახეთში, მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა გრიგოლ ბაიბურთმა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომაში. სხდომა ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში გაიმართა და მას ქართული მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ყაზახეთის რესპუბლიკის მხრიდან კი, ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი რომან სკლიარი ხელმძღვანელობდნენ.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით კომისიის სხდომაზე, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოვების პრესპექტივები და აღნიშნეს, რომ ორმხრივი ძალისხმევით, უზრუნველყოფენ საქონელბრუნვის მოცულობის კიდევ უფრო გაზრდას.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა გრიგოლ ბაიბურთმა, მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, ყაზახურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია, პალატის მიერ შემუშავებული ახალი მომსახურების- ,,მოიძიე პარტნიორის“ შესახებ, რომელიც ორი ქვეყნის დაინტერესებულ მეწარმეებს, საშუალებას აძლევს მოიძიონ საქმიანი პარტნიორები და ითანამშრომლონ ერთმანეთთან. გრიგოლ ბაიბურთმა, ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის პალატებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას. მისი თქმით, ამის კარგი მაგალითია, თბილისში წარმატებით ჩატარებული ქართულ-ყაზახური ბიზნეს ფორუმი, რომლიც მიზანიც ორი ქვეყნის კომპანიებს შორის პირდაპირი საქმიანი კავშირების დამყარება იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა