ივანე მაჭავარიანი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

მაჭავარიანის განცხადებით, სსფ-ის მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული, რომ მაღალი მოსალოდნელი ზრდა, სწორედ მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად არის მოსალოდნელი.

„ეკონომიკური რეფორმები ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა ეკონომიკურ ზრდაში, მითუმეტეს, როდესაც საუბარია ხარისხობრივ ზრდაზე, მხოლოდ რეფორმების გზითაა შესაძლებელი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანი, ასევე შეეხო ქვეყნის საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესების ტენდენციას და აღნიშნა, რომ აღნიშნულ რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესება საგარეო რისკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის ზრდამ განაპირობა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, კიდევ ერთი თემა, რომელზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამახვილებს ყურადღებას ქვეყნის საგარეო ვალის მოცულობაა - საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ვალი არის დაბალი რისკის მქონე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა