ივანე მაჭავარიანი - საბანკო რეგულაციების მთავარი მიზანია, ქვეყანაში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა

„საბანკო რეგულაციების მთავარი მიზანია, ქვეყანაში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საბანკო რეგულაციების აუცილებლობაზე საუბრისას.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წლების მანძილზე, დაკრედიტების პროცესში ჩამოყალიბდა რამდენიმე არასწორი პრაქტიკა და გამოწვევა. ფინანსთა მინისტრმა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დოლარიზაციის მაღალი დონე დაასახელა, ასევე, ისაუბრა სესხების გაცემის უპასუხისმგებლო პოლიტიკაზე, რაზეც ქვეყანას მიუთითებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები.

„შრომისუნარიანი მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი, იყო შავ სიაში. ე.წ. ონლაინ სესხები გაიცემოდა, ძირითადად, სამომხმარებლო დანიშნულებით და საპროცენტო განაკვეთები ხშირად ათას პროცენტს აღწევდა. ეს არ არის მარტო სოციალური საკითხი. ეს არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემა. როგორ წარმოგიდგენიათ გრძელვადიანი ეკონომიკის ზრდა, როდესაც სამუშაო ძალის უდიდესი ნაწილი განწირულია არაფორმალურ სექტორში მუშაობისთვის“ , - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი განცხადებით, საბანკო სექტორის წინა წლების დაკრედიტება, ძირითადად, მოდიოდა სამომხმარებლო სესხებზე და გვერდს უვლიდა მწარმოებლურ სექტორებს.

„დარწმუნებული ვარ, შემოღებული რეგულაციები, ამ მიმართულებით სურათს შეცვლის. ჩვენ ვაკვირდებით არსებულ დინამიკას და მინდა გითხრათ პოზიტიური ტენდენციებია. კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ არსებული რეგულაციები ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისთვის და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა