ზურაბ ჭიაბერაშვილი ფინანსთა მინისტრს - რამ შეგაშინათ ბატონო ვანო?

რამ შეგაშინათ ბატონო ვანო? - ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

როგორც ჭიაბერაშვილი განმარტავს, ესაა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ციტატა, „რომელმაც ვერ გაიგო, რამ შეაშინა ფინანსთა მინისტრი საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით“.

ამასთან, ზურაბ ჭაბერაშვილი ივანე მაჭავარიანს მის მიერ წარმოთქმულ ციტატებსაც ახსენებს და ამბობს, რომ მინისტრის განცხადებებს შორის რადიკალურ ცვლილებებს ხედავს.

„მინდა წაგიკითხოთ თქვენი ორი ციტატა, იმიტომ, რომ რადიკალური ცვლილება დავინახე თქვენს მიდგომაში თებერვლიდან აპრილამდე. თქვენ 13 თებერვალს განაცხადეთ, რომ საბანკო რეგულაციების ნაწილში დრამატულ სურათს ვერ ხედავთ, 4 აპრილს ამბობთ - ამ მასშტაბის რეგულაციების მომხრე არც მაშინ ვიყავი და ახლა ვარ, იმედია ეროვნული ბანკი საკუთარ თავში იპოვის ძალას და გადახედავს რეგულაციებს. ანუ თებერვალში რაიმე დრამატულს ვერ ხედავდით, აპრილში ხედავთ და თუ ხედავთ, ჩემი კითხვაა, რის გაკეთებას აპირებთ?,“-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა