ივანე მაჭავარიანი გიგა ბოკერიას - „ლეიბორისტულ პარტიაში“ გადადით, გაქვთ შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები და ეს თქვენ არ უნდა გეკადრებოდეთ

„ლეიბორისტულ პარტიაში“ გადადით, ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები, ეგ თქვენ არ უნდა გეკადრებოდეთ,- ასე მიმართა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

ივანე მაჭავარიანის აღნიშნული რეპლიკა საბანკო რეგულაციებზე საუბრის თემას მოჰყვა.

„ძირითადად ეროვნულ ბანკთან გვაქვს თანხმობა მთავარ პრინციპებზე და ხედვაზე. გეტყვით მარტივ ენაზე რასთან გვაქვს საქმე. ვისაც თინეიჯერი შვილი ჰყავს, ყველა ვნერვიულობთ გვიან არ მოვიდნენ, რამე არ დაუშავდეთ. ასეა, ბატონი კობა ამბობს, რომ 10:00 საათზე მოვიდეს ბავშვი სახლში და მე ვამბობ, რომ 23:00 საათამდე დატოვეთ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

აღნიშნულზე კი გიგა ბოკერიამ მაჭავარიანს მიმართა, რომ მთავრობას მოქალაქეები ბავშვები ჰგონია.

„ვიცოდი კიდევაც, რომ ბავშვებად მიგაჩნიათ მოქალაქეები. ცუდი ანალოგი გამოგივიდათ ძალიან, მითუმეტეს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მანამდე ხალხის კულტურის ამაღლება დაისახა მიზნად“, - აღნიშნა ბოკერიამ.

ბოკერიას მაჭავარიანმა ურჩია, რომ „ლეობორისტულ პარტიაში“ გადავიდეს.

„თუ ვინმეს ბავშვად მიაჩნია ვინმე, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტს ზრუნავს, თუ მაინცდამაინც ეს გინდათ, თუ არადა „ლეიბორისტულ პარტიაში“ გადადით, ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები, ეგ თქვენ არ უნდა გეკადრებოდეთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა