დონალდ ტრამპი - New York Times-ს მუხლებზე დაჩოქება და ჩემთვის პატიების თხოვნა მოუწევს

გაზეთ New York Times-ს მუხლებზე დაჩოქება და ჩემთვის პატიების თხოვნა მოუწევს, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„მაინტერსებს, მომიხდის თუ არა New York Times მეორედ ბოდიშს, როგორც მათ ეს 2016 წლის არჩევნების შემდეგ გააკეთეს, თუმცა, ამჯერად ეს უფრო დიდი და უკეთესი ბოდიში იქნება. მათ მუხლებზე დაჩოქება და ჩემთვის პატიების თხოვნა მოუწევთ. ნამდვილად ხალხის მტრები არიან“, - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ „ადრე თუ პრეზიდენტი იყავი და კარგი ეკონომიკა გქონდა, კრიტიკისგან დაცული იყავი“.

„ეკონომიკა ახლა შესანიშნავია. როგორც პრეზიდენტს, ჩვენს ისტორიაში საუკეთესო ეკონომიკა მაქვს. თუმცა, მედიისთვის ეს არაფერს ნიშნავს. რადიკალი მემარცხენე „დემოკრატები“ „ფეიკ ნიუს“ მედიასთან ერთად სრულიად შეიშალნენ. ეს კი ნიშნავს, რომ „რესპუბლიკელების“ დღის წესრიგი მუშაობს“, - დასძინა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა