გაერო-ს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტი - უნდა გავარკვიოთ, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მოხვედრისას, ჩვენს ქვეყანაში რა წყაროები თამაშობენ წამყვან როლს

გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტის თაკო უგულავას განცხადებით, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ამ მხრივ ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემაა, თუმცა მისივე თქმით, საკითხის მოსაგვარებლად, ქვეყნის მზაობა აშკარაა.

„კვლევა მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ტყვიის შემცველობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემაა. იმიტომ, რომ ამით ბავშვების საკმაოდ დიდ რაოდენობას განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები ექმნება. ქვეყნის მზაობა, რომ ამ საზოგადოებრივი პრობლემის ადრესირება სწორად მოახდინოს, ადგილზეა. უფრო მეტსაც ვიტყვი. დასწრებულიც კი არის ის ქმედებები, რომლებიც ამ კუთხით შეიძლება გაიშალოს. ეს ყველაფერი იმის იმედს ქმნის, რომ ჩვენ შევძლებთ პრობლემის დაძლევას. პრობლემა დაძლია ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ. მის დაძლევას წლები დასჭირდა. მთავარია, რომ ჩვენ ვიწყებთ ამ პრობლემაზე მიმართვას და თვალს არ ვხუჭავთ, რომ ის არსებობს.

ჩვენც, საერთშორისო ორგანიზაციები აქტიურად ჩავერთვებით ამ პროცესში, იმის მიხედვით, რა რაოდენობით ტექნიკური დახმარებითა და რა მხარდაჭერით მოინდომებს სახელმწიფო ჩვენს გვერდში ყოფნას,“ - განაცხადა თაკო უგულავამ.

მისივე თქმით, პირველ რიგში, მთავარია, დადგინდეს წყაროები, საიდანაც ტყვია ბავშვების ორგანიზმში ხვდება.

„რა თქმა უნდა, მეცნიერულად დადასტურებული წყაროები არსებობს, მაგრამ ეს არის წყაროების ძალიან დიდი ჯგუფი. უნდა გავარკვიოთ, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მოხვედრისას, კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში რა წყაროები თამაშობენ წამყვან როლს. მათი დადგენის შემდგომ კიდევ გაიშლება სხვა ტიპის მოქმედებები. შეიძლება ქმედებები დავყოთ, მეორე, მესამე ფაზად, მაგრამ როგორც ვამბობ, ქვეყანაში ამის მზაობა რეალურად დავინახეთ,“ - განაცხადა თაკო უგულავამ.

შეგახსენებთ, 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატებაა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა