ირაკლი კოვზანაძე - თანამედროვე ტექნოლოგიები საბანკო სექტორს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს

თანამედროვე ტექნოლოგიები საბანკო-საფინანსო სექტორში რევოლუციურ ცვლილებებს გამოიწვევს, ახალი გამოწვევების დაძლევაზე ფიქრი და მზადება კი დღეიდან უნდა დავიწყოთ, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ „მომავლის ბანკის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.

მისი თქმით, მოსახლეობაში ინტერნეტიზაციის ზრდის, მისი გაიაფების და სერვისების დიგიტალიზაციის კვალდაკვალ ფუნდამენტურად იცვლება საბანკო დაწესებულებების ტრადიციული სახე და მომსახურეობის ფორმები.

„ელექტრონული სერვისების განვითარების ფონზე, უახლოესი 10-12 წლის განმავლობაში სკანდინავიის ქვეყნებში დაიხურება საბანკო განყოფილებების, დაახლოებით, 50%, აშშ-ში კი - 2/3. განყოფილებებს ამცირებენ ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Bank of America, CityBank და HCBS. ეს ტენდენცია გამოიკვეთა სხვა ქვეყნებშიც და, მათ შორის, საქართველოში. სახეზეა ტენდენცია - ბანკები ოფისის გარეშე, რაც განპირობებულია იმით, რომ საბანკო მომსახურეობებზე წვდომა სულ უფრო შესაძლებელი ხდება ელექტრონულად, ოფისში ვიზიტის გარეშე“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ

მისი თქმით, უკვე ფუნქციონირებენ ბანკები, რომელთაც საერთოდ არ გააჩნიათ მომსახურეობის ოფისი და მთლიანად ონლაინ პლატფორმას წარმოადგენენ. „არის მეორე ტენდენციაც - ბანკები თანამშრომლების გარეშე, ან მინიმალური რაოდენობის თანამშრომლებით. ამას განაპირობებს ტექნოლოგიების განვითარება, როცა ადამიანის ჩანაცვლება ხდება პროგრამული უზრუნველყოფით და არცთუ შორეულ მომავალში ხელოვნური ინტელექტით“, - აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

მან ისაუბრა სოციალური ქსელების შესაძლებლობებზე, კრიპტოვალუტებსა და ბლოქჩეინებზე, ასევე ტენდენციაზე - რომ ბანკები, შესაძლოა, ტრადიციული, მუდმივი კლიენტის გარეშე დარჩნენ.

„მე გამოვკვეთე რამდენიმე ძირითადი ტენდენცია თანამედროვე საფინანო-საბანკო სფეროში. ახლა ჯერი ჩვენზეა, მათ საფრთხედ ჩავთვლით, თუ შესაძლებლობად. მთავარია, რომ დრო არ ითმენს, ჩვენ ფეხი უნდა ავუწყოთ პროგრესს, ინოვაციებს და საფრთხეები შესაძლებლობებად ვაქციოთ“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო